ცნობილია, როდის დამთავრდება სკოლებში პირველი სემესტრი
1760955673
26 ოქტომბერი ახლოვდება და ყველა შევაჯამებთ ერთწლიანი ქვეყნის ღალატის ისტორიას, რომელიც ჩაიდინეს რამდენიმე რადიკალმა ჯგუფმა და „ენჯეოებმა“. ეს ლოგიკური დასასრული იქნება ერთწლიანი ღალატის ციკლისა, თუ ჩვენ ვიხილავთ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს საპარლამენტო ცხოვრებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„შარშან ვნახეთ, რომ 26 ოქტომბრამდე უცხოელები მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში – ელჩები, ბრიუსელი, სხვადასხვა დედაქალაქი, მინისტრები ჩამოდიოდნენ, მიტინგებს გვიმართავდნენ, ჩაერთნენ არჩევნებში, წავიდნენ ვა ბანკზე, უარი თქვეს ყველაფერზე, საერთაშორისო სამართალზე, გაერო-ს წესდებაზე, ვენის კონვენციაზე, ყველაფერს ხაზი გადაუსვეს. ქართველ ხალხს უთხრეს, რომ ყველაფერი ფარსია – სამართალი, კანონი, საერთაშორისო სამართალი. მათთვის გადამწყვეტი იყო გეოპოლიტიკური მიზანი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოეყვანათ მათი მარიონეტი, რათა უსიტყვოდ შეესრულებინა დავალებები. ვა ბანკზე წავიდნენ ელჩები, უცხოელი პოლიტიკოსები, ჩაერთნენ არჩევნებში და დამარცხდნენ. იმის გამო, რომ ამ მარცხის მიღება არ უნდოდათ, დაიწყეს არჩევნებისთვის ძირის გამოთხრის პროცესი. უცხოეთიდან ნაკარნახევი გეგმა იყო, რომ უარი ეთქვათ პარტიებს, რომლებმაც მანდატი მიიღეს. ჩაახსნევინეს მანდატები და ნახეს, რაც მიიღეს იმ პარტიებმა. შეუმცირდათ მხარდამჭერები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. იგივე გამეორდა, რაც 2020-2o21 წლებში იყო. „ლელომ“ რაც მიიღო 2020 წელს, იმის ნახევარი მიიღო 2021 წლის არჩევნებში. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს. უცხოელების დავალებით ჩახსნეს მანდატები და დაიწყეს მზადება ხელისუფლების დამხობისაკენ, რევოლუციისკენ. ეს რევოლუციაც ჩაეფუშათ და დარჩნენ გარეთ მიგდებულები.
გახარიას პარტიამ მანდატები შეინარჩუნა. შემოსვლას რაც შეეხება, შემოსულები არიან. 12 წევრი დღეს პარლამენტის დეპუტატად ითვლება, უბრალოდ, აცდენენ საპარლამენტო სხდომებს. ასე რომ, გაცდენებს თუ შეწყვეტენ, მათი გადასაწყვეტია. ყველაფერი ჩაიშალა-ბოიკოტი, დამხობა, რევოლუცია. ასე დამთავრებულა ყოველთვის საქართველოს ისტორიაში, ღალატის გზაზე როდესაც დადგება ადამიანი და უცხოელების ჭკუაზე ივლის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. მოღალატეების მხილება მოხდა და დღეს ვხედავთ, რომ მათ ნაცვლად უცხოელები ახლა უკვე პირდაპირ გახდნენ ქართული პოლიტიკის მონაწილეები. მათი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევიან. საქართველოს პარლამენტს მათი ყოფნით ან არყოფნით არც არაფერი მოემატება და არც არაფერი მოაკლდება, თუმცა საინტერესო იქნება მათი აქ ყოფნა იმ მხრივ, რომ პირდაპირ შეგვეძლება, მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები. ამ 12 ადამიანისგან რასაც გაიგებთ, ჩათვალეთ, ესაა გარედან დავალება. ამ მხრივ, საინტერესო იქნება, რომ საპარლამენტო სასესიო დარბაზში დავინახავთ, უცხოეთიდან რა დავალებები მოდის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.