თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ახობაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
1754495156
ჩვენი და ტრამპის ადმინისტრაციის მხილებებით ვიცით მისი ანატომია, მიზნები, როგორია მისი ინსტრუმენტები, ამიტომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტიანად შეძლებს უპირველეს ყოვლისა აშშ-ის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
„დღეს აშშ-სა და საქართველოს ჰყავს ერთი მტერი - ეს არის „დიფ სთეითი“. ჩვენი და ტრამპის ადმინისტრაციის მხილებებით ვიცით მისი ანატომია, მიზნები, როგორია მისი ინსტრუმენტები, ამიტომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტიანად შეძლებს უპირველეს ყოვლისა აშშ-ის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას. ჩვენ ის ძალები არ გვაქვს, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას აქვს. აშშ-ის ადმინისტრაციამ უკვე ბევრი რამ გააკეთა ამისთვის, პირველი - ამხილა „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტები USAID-ი, NED-ი და უცხოური დაფინანსება, რომლითაც ფინანსდებოდა სხვა ქვეყნებში რევოლუციების და დესტაბილიზაცია. „დიფ სთეითის“ მიზანია არაფორმალური მმართველობა და ქვეყნების საკუთარი დღის წესრიგისთვის დაქვემდებარება, რომელიც ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.