შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის შს მინისტრის განცხადებაზე, რომ პოლიციელებზე თავდამსხმელები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან: ეს პრინციპი ქართულადაც ზუსტად ისევე სწორად ჟღერს, როგორც ინგლისურად

 შალვა პაპუაშვილი

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ბრიტანეთის შს მინისტრის განცხადებას, რომ ყველა, ვინც თავს ესხმის პოლიციელებს საპროტესტო აქციებისას, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

„ეს პრინციპი ქართულადაც ზუსტად ისევე სწორად ჟღერს, როგორც ინგლისურად“, - წერს შალვა პაპუაშვილი.