მისამართები, სადაც წყალი ხვალ ღამის 22:00 საათამდე შეყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1762528998
ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას პროპაგანდით. პროპაგანდას, შეიძლება, მოკლე ეფექტი ჰქონდეს, თუმცა მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრიუსელმა პოლიტიკური ენერგია და თანხმები დახარჯა, რათა დაემკვიდრებინა ცრუ ნარატივი, თითქოს ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა.
„ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად ღია დეზინფორმაციას და პროპაგანდას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიდის, რადგან ქვეყანა არ აჰყვა მოწოდებებს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საკუთარი ქვეყანა არ გაწირა სხვების გეოპოლიტიკური თამაშისთვის. ამის შემდეგ დაიწყო ზუსტად თავდასხმები საქართველოს ხელისუფლებაზე, მცდელობები ხელისუფლების ჩანაცვლებისა, დეზინფორმაცია, პროპაგანდა. ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაშიც ბრიუსელმა უდიდესი პოლიტიკური ენერგია და თანხები დახარჯა, იყო შემდეგი – თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. სიმართლე არის ის, რაც ჰერჩნსკის წერილში წერია, რომ თავის დროზე, 2024 წლის ივნისში ეს იყო სწორედ ბრიუსელი, რომელმაც ქართველ ხალხზე ზეგავლენის მიზნით შეაჩერა თავისი გადაწყვეტილებით ინტეგრაციის პროცესი. ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას, პროპაგანდით. პროპაგანდას, შეიძლება, მოკლე ეფექტი ჰქონდეს, თუმცა მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა. არსებული ინფორმაციით, 2025 წლის 5 ნოემბრის წერილიდან ირკვევა, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს, ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე აღარ დააყენებდა საკითხს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შესახებ, თუმცა, შემოთავაზების შემთხვევაში, წინადადებას დათანხმდებოდა, 2024 წლის 28 ნოემბერს გააკეთა.