ონკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს
1752785756
შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მოლდოვისა და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა შეადარა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2022 წელს, მოლდოვამ რუსეთთან დაკავშირებით ბრიუსელის რეკომენდაციები გაითვალისწინა, საქართველომ კი არა, რის შედეგადაც მოლდოვას 2022 წელს 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა, მაშინ, როცა საქართველოს - 11%-იანი ზრდა.
მისივე თქმით, საქართველოს ბიუჯეტიც კი მოლდოვის ბიუჯეტზე მეტად არის გაზრდილი და სხვაობა 4,8 მილიარდს შეადგენს. პარლამენტის თავმჯდომარე სვამს კითხვას - რატომ არის საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოლდოვაზე დიდი მაშინ, როდესაც მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებიც აქვს დაწყებული.