რა ხდება ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე
1734810127
აქ არ მოვსულვარ რომ ვინმეს მოვატყუო. გინდოდათ მეთქვა, რომ ჩვენ ვიქნებით ევროკავშირის ნაწილი 2028 წელს და ეს მაშინ, როცა ჩვენ არ ვიქნებით. შემდეგ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ოთხ წელიწადში და რას გეტყვით მაშინ?! - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა, პრაღაში გამართულ GLOBSEC-ის ფორუმზე.
როგორც მან აღნიშნა, არ აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ტყუილი პროგნოზების გაკეთებას, ვინაიდან ის არ ატყუებს საკუთარ ხალხს.
„ეს არ მოხდება, მე არ ვატყუებ ჩემს ხალხს. არ მინდა, ვინმე მოვატყუო. თქვენ მეკითხებით, უკრაინელებმა უნდა გაიმარჯვონ - მე ვამბობ, დიახ, შეგიძლიათ თქვათ რაც გსურთ, ეს არ იქნება ადვილი. ჩვენ ვართ ევროკავშირის გზაზე. დიახ, ჩვენ ტრადიციულად გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან, ამას არ ვმალავთ და ამის არც მრცხვენია, რომ სერბებსა და რუსებს შორის ყოველთვის ასე იყო. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროპაში, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა და როგორც ხედავთ, მე არ მეშინია ამაზე ღიად საუბრის“, - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.