როგორ უნდა გარეცხოთ ფეხსაცმელი სწორად - ექსპერტის რჩევა
1756992480
გვინდა, გამოვეხმაუროთ ე.წ ნეოლიბერალური ფრთის მიერ ბოლო პერიოდში სამიზნედ დიდგორის ბრძოლის არჩევას, რაც სულაც არ არის შემთხვევითი მოვლენა. პირიქით, საქმე გვაქვს შორს გამიზნულ დივერსიასთან, რომლის სათავეები ჯერ კიდევ 126 წლის წინ ილია ჭავჭავაძემ ცნობილ „ქვათა ღაღადში“ ამხილა, - აღნიშნულია საზოგადოება „ქართულის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, კომუნისტური ინტერნაციონალი ტოტალიტარულმა ნეოლიბერალიზმმა ჩაანაცვლა, რომლისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა ნებისმიერი მყარი ინსტიტუტი და მსოფლმხედველობა, რომელიც მსოფლიო ბატონობის მის გეგმებს შეზღუდავდა.
„დიდგორის ბრძოლა არ დასრულებულა, დიდგორის ბრძოლა კვლავ გრძელდება.
გვინდა, გამოვეხმაუროთ ე.წ ნეოლიბერალური ფრთის მიერ ბოლო პერიოდში სამიზნედ დიდგორის ბრძოლის არჩევას, რაც სულაც არ არის შემთხვევითი მოვლენა. პირიქით, საქმე გვაქვს შორსგამიზნულ დივერსიასთან, რომლის სათავეები ჯერ კიდევ 126 წლის წინ ილია ჭავჭავაძემ ცნობილ „ქვათა ღაღადში“ ამხილა.
რუსეთის იმპერიის მიერ დაქირავებული მოძმე ერის ზოგიერთი ვაი მეცნიერის მცდელობებზე ილია წერდა - „გვართმევენ ყოველს ეროვნულს ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას, და რომ სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის წინაშე, გვიბათილებენ მთელს ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს, ისტორიულს ნაშთსა და სახსოვარსა, მთელს ჩვენს სისხლით-მოსილს ღვაწლს ქრისტიანობისათვის შეწირულსა, და ყოველს ამას თითონ იჩემებენ დიდის გაძვრენ-გამოძვრენითა. მართალია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და სხვისა ღირსების ჩამორთმევით ან დაკლებით მათნი არც მოივლინებიან, არც გადიდდებიან, მაგრამ წადილის დაუჭირავსა ყური აქვს მოუსმენი და ენა გრძელი“ თანამედროვე ეპოქაში ყოველივე ქართულთან ბრძოლის ჟინმა სხვა გაქანება მიიღო და სხვა, უფრო ძლიერი შემკვეთი იპოვნა. კომუნისტური ინტერნაციონალი ტოტალიტარულმა ნეოლიბერალიზმმა ჩაანაცვლა, რომლისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა ნებისმიერი მყარი ინსტიტუტი და მსოფლმხედველობა, რომელიც მსოფლიო ბატონობის მის გეგმებს შეზღუდავდა.
ამის გამო გლობალურმა „დიფ სთეითმა” მოკავშირედ გაიხადა ყველა ის ვოუქური იდეოლოგიური დოქტრინა, მოძრაობა და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც უარყოფენ ოჯახს, რწმენას, ეკლესიას, ერს და ტრადიციულ ღირებულებებს.
წინასწარმეტყველური გამოდგა ილიას გაფრთხილება: "ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს”. ნეოლიბერალური „დიფ სთეითის” აგენტურამ ქართულ ეროვნულ ცნობიერებასთან ბრძოლა ქართველთა ისტორიასთან და ამ ისტორიის გამორჩეულ გმირებთან ბრძოლით დაიწყო. გემახსოვრებათ: პირველი შეტევა თამარ მეფეზე განხორციელდა; შემდეგ დაუნდობელ თემურ ლენგთან მებრძოლ ბაგრატ V-ს და გიორგიVII-ს ქრისტიანობისთვის თავდადება და დიპლომატია დაუწუნეს; ყველაზე მასშტაბური შეტევა კი, ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის რჩევით, პოპულარული ქართველი მეფის, ერეკლე მეორის წინააღმდეგ განხორციელდა. „ერეკლე მეფე იდიოტიც იყო, მოღალატეც და დეგენერატიც“ - ამ ფრაზეოლოგიით შეაფასა ლევან ბერძენიშვილმა იმ ქართველი მეფის ღვაწლი, რომელსაც ნიკოლოზ ბარათაშვილმა „უკანასკნელი ივერიის სიმტკიცის სული“ უწოდა, ილია ჭავჭავაძემ კი „საქართველოს ბრწყინვალე მეფედ“ მოიხსენია.
დარწმუნებულები ვართ, ეს პროცესი შემთხვევითი არ ყოფილა. ნეოლიბერალური ინტერნაციონალის მესვეურებმა და მათმა აგენტურამ კარგად იცის, რომ გამორჩეული ისტორიული ფიგურები ხშირად იქცევიან ეპოქის სიმბოლოებად. მათთან ასოცირდება იდეები, ფასეულობები, ღირებულებები და პოლიტიკა. ამიტომ, მათთან ბრძოლა რეალურად არის ბრძოლა იმ იდეების გარშემო, რასაც ისინი წარმოადგენენ და ცნობიერებასთან, რომელსაც ისინი თავისიღვაწლით აყალიბებდნენ. ამიტომ აწყობს ლიბერალურ ფრთას დღეს ყველაზე მეტად ისტორიული ორიენტირების „გადაფასება“ ან „გადაწერა“, ახალი „მითების“ შექმნა და მათი „დემითიზაციით“ ნამდვილი ქართული ისტორიის სანიშანსვეტო მოვლენებისა და პირებისგან გამოშიგვნა. უფრო მეტიც, წარსულის მისაბაძი ფიგურების დამნაშავეებად წარმოჩენა და ერის თვითშეგნების ტრადიციული ნაშთებისგან „გადატვირთვა“.
დღეს დიდგორთან, ქართველთა ამ ყველაზე სახელოვან გამარჯვებასთან, ბრძოლოს ავანგარდში ე.წ ისტორიკოსთა ჯგუფი აღმოჩნდა, ავანტიურისტთა და „ყოვლისმცოდნეთა“ ის მცირე კოჰორტა, რომელსაც ყოველივე ქართული სძულს. ეს შეფასება გამოგონილი არაა, რადგან ისინი ქართულ ეროვნულ ცნობირებას დიდი ხანია ებრძვიან. 2022 წელს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის დაფინანსებით გადაცემა „მწარე პოდკასტის“ავტორმა ნიკა ხოფერიამ ქართულ ენაზე გამოსცა ამერიკაში მოღვაწე სომეხი ისტორიკოსის რონალდ გრიგორი სუნის ნაშრომი „ქართველი ერის ჩამოყალიბება“. ეს წიგნი გაჟღენთილია ჩვენი სახელოვანი წარსულის დაკნინებით და, რაც მთავარია, წიგნის ავტორი მიიჩნევს, რომ ქართველი ერი XIX საუკუნემდე არ არსებოდა. ,,მეცხრამეტე საუკუნემდე ქართველებში არსებობდა იდენტობის გარკვეული მარკერები (ქრისტიანობა, ენა, ანბანი და ა.შ.), მაგრამ ეს მაინც ვერ ქმნიდა ერს და იყო მხოლოდ ეთნიკური ჯგუფების ერთიანობა „- ეს სიტყვები კი ამავე წიგნის რედაქტორს ნიკა ხოფერიას ეკუთვნის.
მას გვინდა შევახსენოთ, რომ ეთნიკური ჯგუფი ნიშნავს ცალკე ეთნოსს და როცა იგი ამბობს, რომ ქართველთა ლოკალურ-ტერიტორული ჯგუფები ცალკე ეთნოსებია, ამით აგრძელებს მეფის რუსეთის იმპერიული ისტორიკოსების ხაზს, რომელთაც ჰქონდათ მცდელობები ანალოგიური თეზა დაემტკიცებინათ და ცალ-ცალკე შეჰყავდათ აღწერებში მეგრელები, სვანები, ხევსურები და სხვები.
იმავე ნიკა ხოფერიამ გადაცემაში „მწარე პოდკასტი“ დიდგორის ბრძოლის 904-ე წლისთავზე ქართველთა სახელოვანი გამარჯვების გაფერმკთალება და დაკნინება სცადა. ამ მიზნის მისაღწევად კი მან სტუდიაში ბექა კობახიძე მიიპატიჟა. ბულინგით, აგრესიული რიტორიკით, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი ეს ვაი ისტორიკოსი, ცდილობს ქართულ ისტორიოგრაფიასი დანერგოს თავისი მენტორების, ქართველების „დაუძინებელი მეგობრების“, წარმოშობით სომეხი მეცნიერების, ლოს ანჟელესის აწ გარდაცვლილი უნივერსიტეტის ემერიტუსის რიჩარდ ჰოვანესის და მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის, ჩიკაგოს უნივერიტეტის ემერიტუსი გრეგორი სუნის “მეგობრული” ნარატივები.
ბექა კობახიძემ ყოველგვარი პროფესიული ეთიკის, ისტორიკოსისათვის სავალდებულო ვარაუდის პირობის მიღმა, მისთვის ჩვეული ცინიზმით ცალსახად გამოაცხადა, რომ აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილს შეცდომით გაუზრდია ციფრი და დიდგორის ბრძოლაში მტრის რაოდენობა 30 000-ის ნაცვლად 300 000 დაუწერია.
ამ თემაზე პროფესიული განხილვა ზედმეტად მიგვაჩნია, ავღნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ დიდგორის ბრძოლაში მაჰმადიან მფლობელთა გაერთიანებული ლაშქრის რიცხვს თანადროული სომეხი ისტორიკოსი მათეოს ურჰაეცი 560 000 ჯარისკაცს ასახელებს, ანტიოქიის სამთავროს კანცლერი, ჯვაროსნული ომების მონაწილე ვალტერ გოტიე კი მტრის რაოდენობას 600 000 კაცს ასახელებს. ამდენად აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება ღრმა მეცნიერულ კვლევასა და საკითხის საფუძვლიან შეფასებას ეფუძნება თუმცა, უცხოეთის გრანტებზე მცხოვრებ და მათ შეკვეთებზე მომუშავე აღნიშნული ჯგუფის მიზანი არც ჩვენი გმირული წარსულის კვლევაა და მით უფრო, არც ისტორიის საამაყო ფურცლების სააშკარაოზე გამოტანა. მათმა პატრონებმა კარგად იციან, რომ ისტორიის კონტროლი საზოგადოების აზროვნების კონტროლსაც ნიშნავს, ამიტომ მათთვის ხელსაყრელია ქართველთა სახელოვანი გამარჯვების- „ძლევაი საკვირველის“ დაკნინება და ისტორიული სიმართლის ეჭვისა და ბურუსის ჩრდილში მოქცევა, ეროვნული ცნობიერების დაქვეითება. უისტორიო, უავტორიტეტო და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ერის მართვა ადვილია. ესაა ამ საკითხის ალფა და ომეგა.
ილია ჭავჭავაძე ,,ქვათა ღაღადს” რუსთაველის ციტატით იწყებს, რომლითაც გვინდა დავასრულოთ” მოყვარესა-მტერსა ვუფრთხი, მემოყვრება, მოცინარობს“. უნიჭო და გარე მტრულ ძალებზე მომუშავე უსამშობლო პატარა კაცები ვერ მოგვახვევენ ქართველებს ჩვენი ისტორიის მათეულ ფაბრიკაციას, ისტორიისა, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შეფასებით არის “ქრისტეს გზა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა!"ამ კონტექსტში, დღესაც უნდა ვიფხიზლოთ ვიდრე ოდესმე, რადგან დიდგორის ბრძოლა არ დასრულებულა, დიდგორის ბრძოლა კვლავ გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში