მძიმე ავარია მესტიისა და ჭუბერის გზაგასაყარზე - დაღუპულია ცოლ-ქმარი
1759219308
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ენერგეტიკა და ვაჭრობა.
ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.