ავარია გორში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1748808247
"ნებისმიერი საქმე, რომელიც რეზონანსული იყო და თითქოს და რაღაც პოლიტიკურ იარლიყს აწებებდნენ, შემდეგ ეს საქმეები წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ აქაც დაადგინა, რომ მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით," - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის პრესსპიკერის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოწოდებას.
საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის პრესსპიკერი ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას და სხვა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს.
"ბატონ მელიასთან დაკავშირებით მეორე სერიას ვუყურებთ, ვინაიდან, იგივე განცხადებები იყო 2021 წელს მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, სამი წლის თავზე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ამ შემთხვევაშიც, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით და ბოდიში არავის მოუხდია. მე მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო კიდევ გახმაურებული საქმეები, რომელიც იყო ბატონი გვარამიას გარშემო, ბატონი მერაბიშვილის გარშემო. ნებისმიერი საქმე, რომელიც რეზონანსული იყო და თითქოს და რაღაც პოლიტიკურ იარლიყს აწებებდნენ, შემდეგ ეს საქმეები წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ აქაც დაადგინა, რომ მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით. ეს ჩვენთვის სიახლე არ არის, პირიქით, უფრო გაგვიკვირდებოდა ამასთან დაკავშირებით რაიმე ასეთი დეზინფორმაციული განცხადება რომ არ მოგვესმინა," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.