რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
საქართველოში საარჩევნო დემოკრატია არის გაუქმებული, პოლიტიკური ტყვეების რაოდენობა კი არ შემცირდა, პირიქით იზრდება, ამიტომ, საუბარი რაღაც საარჩევნო პროცესში ჩართვაზე და მზადებაზე არის არასწორი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, როდესაც ქვეყანაში საარჩევნო პროცესი არის გაუქმებული, ეს ნიშნავს, რომ არაადეკვატურად აფასებ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას და ასევე, ეგუები სისტემას.
„არ მომისმენია გიგი უგულავას ინტერვიუ, მაგრამ შეიძლება, საუბარი იყო იმაზე, რომ მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია შეიცვალოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ან ზოგადად ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით, ალბათ ამაზე იყო საუბარი. საუბარი, რომ ჩვენ ვინმესგან დაკვეთას ვიღებთ, არის არასწორი. დარწმუნებული ვარ გიგი უგულავას ეს არც უგულისხმია. ჩვენ არ ვიღებთ დაკვეთებს უცხოეთისგან, ერთადერთი ძალა, რომელიც ამას აკეთებს, არის ივანიშვილი და მისი ბანდა“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
ამასთან, ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს გიორგი გახარიას მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლასთან დაკავშირებით.
„რასაც გახარია აკეთებს, არის ძალიან კოლაბორაციონისტიული პოლიტიკა. ახლა ეს ადამიანი და მისი გუნდი თუ ცდილობენ, რომ რაღაც იდენტობა გამოკვეთონ, პირიქით, ისედაც ჰქონდა ამ ხალხს „ქოცური“ იდენტობა. „ქოცობაში“ თუ ეჯიბრებიან ივანიშვილის ბანდის წევრებს, ამაზე ვერ მოგახსენებთ. თუ შენი რიტორიკა, გადაწყვეტილებები იქნება ხელსაყრელი რეჟიმისთვის და მათ შორის ბრალდებები, რომელსაც რეჟიმი უყენებს ოპოზიციას იქნება გამეორებული შენს მიერ, ეს ყველაფერი შენზე აისახება უარყოფითად. გიორგი გახარია ისევ რომ რჩებოდეს ივანიშვილის ბანდის ერთ-ერთ წევრად და ფორმალურად იკავებდეს ამ თანამდებობას, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ამ ადამიანს თუ სურს ოპოზიციონერობა, მაშინ ისე უნდა იქცეოდეს და საუბრობდეს, როგორც ოპოზიციონერი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.