საქართველოში როდესაც პოლიციელს ხელს ურტყამენ, თურმე ეს ყოფილა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, იმ კონკრეტულად მოძალადის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა - დავით მათიკაშვილი

მათიკაშვილი

რამდენიმე საათში ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. აქცენტი გაკეთდება მედიის თავისუფლებასა და მზია ამაღლობელის საქმეზე. ინიციირებულია რეზოლუციის 7 პროექტი, რომელშიც განსხვავებული გზავნილებია. საბოლოო ჯამში, ევროპარლამენტი კენჭს შეჯამებულ ვარიანტს უყრის.

მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე და შეფასებებში უსამართლობაზე საუბრობენ.

"ის, რაც აფუჭებს ურთიერთობას, ეს არის ორმაგი სტანდარტი. საქართველოში როდესაც პოლიციელს ხელს ურტყამენ, ეს ყოფილა თურმე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, იმ კონკრეტულად მოძალადის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა. იმდენად დიდია ამ შეფასებებში უსამართლობის ხარისხი, რომ არათუ კრიტიკას ვერ უძლებს, ბუნებრივია, რომ ეს ევროსკეპტიციზმს გაზრდის საქართველოში“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.