სიახლე პენსიონერებისთვის, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
1731785166
უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს სახალხო ლეგიტიმაცია აქვს და ამ სახალხო ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხის ერთ-ერთი ნიშანი პატრიარქის პოზიციაა.
"იმ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ეუთო/ოდირის მხრიდან და იმ ქვეყნების დამკვირვებლების მხრიდან კი არა, რომლებმაც პოზიტიური შეფასებები გააკეტეს, არამედ ლეგიტიმაცია აქვს სახალხო. სახალხო ლეგიტიმაციის მაქსიმალურად მაღალ ხარისხს, ამ შემთხვევაში, უზრუნველყოფს საპატრიარქო და პირადად პატრიარქის ასეთი პოზიცია. ჩემი მხრიდან შეფასებაც კი ზედმეტი იქნება. უბრალოდ, როდესაც სიმართლის, რეალობის, ჭეშმარიტების მხარეს, ისედაც მათ მსახურებაშია გამჯდარი და ისედაც ასე ხდება და ამ შემთხვევაში მადლობაც კი ზედმეტია. პატრიარქი არის ადამიანი, რომელსაც არცერთი შეცდომა არ დაუშვია თავისი ცხოვრების განმავლობაში, რაც მის საეკლესიო ცხოვრებას შეეხება. ჩვენ გვყავს ცოცხალი წმინდანი, რომელიც უნდა დავაფასოთ და დიდი ხსნის სიცოცხლე ვუსურვოთ. მადლიერება უნდა გამოვხატოთ იმის გამო, რომ ამ ერთმა ადამიანმა რამდენად დიდი საქმე აკეთა მთელი ცხოვრების განმავლობაში და ეს ერთ-ერთი პატარა ეპიზოდია, რისთვისაც მე შეიძლება დიდი მადლობა გადავუხადო, მაგრამ უფრო დიდი მისი ღვაწლი და მოღვაწეობაა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესის დასრულებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გამოეხმაურა.
როგორც პატრიარქის განცხადებაში აღნიშნული, შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა "ქართული ოცნების" ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება.
ილია მეორე განცხადებას ავრცელებს
1731781222