საქართველოს საგარეო უწყება: ღრმად ვართ შოკირებულნი გრაცში მდებარე სკოლაში მომხდარი ტრაგიკული სროლის გამო

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ჩვენ ღრმად ვართ შოკირებულნი გრაცში მდებარე სკოლაში მომხდარი ტრაგიკული სროლის გამო, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ამ რთულ ჯამს ჩვენი ფიქრებით ვართ დაზარალებულებთან, მათი ოჯახის წევრებთან და ავსტრიელ ხალხთან. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრიას და სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ყველა დაშავებულს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავსტრიის ქალაქი გრაცის სკოლაში სროლას ათი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან ერთად, სროლის დროს, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა.