რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1744659848
საქართველოს პრეზიდენტი პირველ ოფიციალურ ვიზიტს იწყებს აზერბაიჯანში. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს. დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან.
საქართველოს დელეგაციას, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ასევე წარმოადგენენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პარლამენტის წევრები – გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი.
"საზღვარგარეთ ბატონი პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იწყება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, მეგობარი ქვეყანა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბატონ ილჰამ ალიევთან, ასევე ბატონ პრემიერ-მინისტრთან, მილი მეჯლისის სპიკერთან. განხილული იქნება მთელი რიგი ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. მნიშვნელოვანია ეკონომიკური პროექტები, რომელიც დგას დღის წესრიგში ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა განახლებადი ენერგიის საკითხებს, სატრანზიტო პოტენციალს და მთელ რიგ დიდ, მეგაპროექტებს, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყნებს შორის", - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.