საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში იწყება

 ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში იწყება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში შედგება ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია.

დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაესწრება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომას. გაფორმდება შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურისა და ინოვაციების, ასევე - სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის და ვიქტორ ორბანის ერთობლივი პრესკონფერენცია.