საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ განავითარებენ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. ასევე, ხელს შეუწყობენ კომისიებსა და კომიტეტებს შორის რეგულარული კავშირების დამყარებას და პარლამენტის წევრთა დელეგაციებს შორის გაცვლებს ორი ქვეყნის საპარლამენტო საქმიანობის შესწავლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.