რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს, ინდოეთის რესპუბლიკაში შეხვედრებს განაგრძობს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები ინდოეთის რესპუბლიკის განათლების სახელმწიფო მინისტრს, დოქტორ სუკანთა მაჯუმდარს შეხვდნენ, რომელიც ინდოეთის სახელმწიფო მოწყობის შესაბამისად, პარლამენტის სახალხო პალატის წევრს წარმოადგენს.
მხარეებმა ერთმანეთს განათლების და მეცნიერების მიმართულებით არსებული მიღწევები გააცნეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე იმ ფონზე, როდესაც ინდოელი სტუდენტების მხრიდან ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ ინტერესი მზარდია.
შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თითქმის 21 000 ინდოელი სტუდენტის სწავლის ფაქტი და მხარეებმა სრული მზაობა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობისთვის, მათ შორის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ორმხრივი აღიარების კუთხით.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, კომიტეტის წევრები: გიორგი სოსიაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი და კონსული ქეთევან ლაგვილავა.
რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150