საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან - საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ერთობლივი განცხადება

საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ერთობლივი განცხადება

საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს, ბატონ დონალდ ტუსკთან, პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და ბატონ ფრიდრიხ მერცთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან ერთად, ქართველ ხალხს მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი გავუგზავნოთ და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის წევრობის სურვილს.

მაშასადამე, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ ყველა თავდასხმას. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა იყოს დაცული. გადაჭარბებული ძალადობის შემთხვევები უნდა იქნას გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს უნდა შეიცვალოს, ხოლო საჭირო რეფორმების პროცესი განახლდეს.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები", - აღნიშნულია განცხადებაში.