„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
"ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მიულოცა "ქართულ ოცნებას" გამარჯვება და, ამავდროულად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას უსურვა, ერთობლივად მიიღონ გადაწყვეტილებები ქვეყნის საკეთილდღეოდ.
მისი განმარტებით, არ შეიძლება, "რომელიმე ჭკუათმყოფელ ადამიანს ერთობისა და სამშობლოს ერთიანი სიყვარულის წინააღმდეგ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს", მაგრამ ოპოზიციას ხალხის ნების გაგება არ სურს.
"ჩვენ ვნახეთ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის განცხადება, სადაც მან მიულოცა "ქართულ ოცნებას" გამარჯვება და ამავდროულად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას უსურვა, ერთობლივად მიიღონ გადაწყვეტილებები ქვეყნის საკეთილდღეოდ. როგორ შეიძლება, რომელიმე ჭკუათმყოფელ ადამიანს ერთობისა და სამშობლოს ერთიანი სიყვარულის წინააღმდეგ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ როგორც მისული და პლუსი ვერცერთ საკითხზე ერთად ვერ იქნებიან, ასე ვერ არიან "კოლექტიური ნაცმოძრაობა" და ქართველი ხალხი ერთ აზრზე. "ნაციონალური მოძრაობა" ორგანულად ვერ იტანს ვერაფერს ქართულს. "ნაცმოძრაობას" რაც უნდა, ის არასდროს არ უნდა ქართველ ხალხს და რაც ქართველ ხალხს უნდა, ის არასდროს არ უნდა "ნაცმოძრაობას", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.