საქართველოს ელჩი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ნკ

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ჰისაიუკი ფუჯიისთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ელჩმა იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ელჩმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას და სამომავლოდ ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას, ხალხთაშორისი კავშირების გაღღმავებას და ა.შ.

"საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაიხსენა საოკუპაციო ხაზთან მისი ვიზიტი და აღნიშნა, რომ, რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, კარგად ესმის საქართველოს გარშემო შექმნილი ვითარების სირთულე," - აღნიშნავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების კიდევ მეტად გაძლიერების მიმართულებით.