საქართველოს დედაქალაქი Expedia-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა, თბილისის მაჩვენებელი 145 %-ით გაიზარდა - მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ Expedia-ს რეიტინგში საქართველო მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ტურისტული მიმართულებების სამეულშია.

მისივე თქმით, საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა, საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო (+2.3%) და მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა საქართველოში (+2.2).

„ფაქტები აღქმების წინააღმდეგ:
 Expedia-ს რეიტინგში საქართველო მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ტურისტული მიმართულებების სამეულშია
 ამ სტატისტიკური მონაცემებით შედარებულია მოგზაურთა ჯავშნები 2024 წლის დეკემბრიდან-2025 წლის მარტამდე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან. კვლევის შედეგად, საქართველოს დედაქალაქი თბილისი, Expedia-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა, თბილისის მაჩვენებელი 145 %-ით გაიზარდა
 თბილისთან ერთად პოპულარულ მიმართულებებს შორის დასახელდნენ შვეიცარიული ქალაქი ბაზელი და ციურიხი.
ასევე, საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა 
- საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო (+2.3%)
- მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა საქართველოში (+2.2%)

ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა (წყარო: საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია - STR global) Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული ობიექტების დატვირთვის საშუალო კოეფიციენტი 1.5% -ით და საშუალო დღიური ფასი 7.9%-ით გაიზარდა (წყარო: RBNB)“, - წერს მარიამ ქვრივიშვილი.