გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სტრატეგიული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამ პოზიციაში ცვლილება არ მომხდარა.
„ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება“ - ხაზგასმით აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრი ამერიკის ელჩთან და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ბოლო კომუნიკაციასაც შეეხო და ყურადღება გაამახვილა ელჩის როლზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაში:. „რა თქმა უნდა, საელჩო წარმოადგენს ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს, რაც არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქალბატონმა ელჩმა და, ერთი რამ არის კიდევ მნიშვნელოვანი: თუ რამდენად უწყობს ხელს ეს საელჩო და ელჩი ორ ქვეყანას შორს ურთიერთობების გაძლიერებას“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ „ფიქრის პერიოდი“ ვაშინგტონში დასრულდება და აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უფრო მკაფიო პოზიციას დაიკავებს საქართველოსთან მიმართებაში.
მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის კონგრესში წარდგენილი ე.წ. „მეგობარი აქტის" შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი არ ასახავს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას. „ჩვენთვის „მეგობარი აქტი“ არ არის მეგობარი აქტი, ეს არ არის აქტი მეგობრობის შესახებ. ჩვენ მოველით სტრატეგიულ პარტნიორობას და არა მეგობარი აქტის ჩარჩოში განსაზღვრულ იმ ურთიერთობას, რომელიც წარმოუდგენია მეგობარი აქტის ავტორს“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველო გამოხატავს იმედს, ინტერესს და მზაობას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გამოსწორდება და პოზიტიურ კონტექსტში გადაიტვირთება.