ილია მეორემ ახალი ბრძანება გამოსცა, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება
1751142237
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ რეგისტრაციის საკითხი განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განმარტებით, „ევროპელი სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე კომიტეტს განცხადებით მიმართეს საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა: ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა.
საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა პოლიტიკურ ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე კომიტეტის დასკვნას.