ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით ცდილობს მე-11 მოწვევის პარლამენტს შეკრებაში ხელი შეუშალოს.
თუმცა, ქადაგიშვილის თქმით, სარჩელის მიუხედავად, საპარლამენტო პროცესი არ შეჩერდება.
"საპარლამენტო პროცესი ვერ და არ შეჩერდება. სარჩელის წარდგენა შეუძლია არა მხოლოდ პარლამენტარს, ან პრეზიდენტს, არამედ შეუძლია მოქალაქესაც. ეს დამოკიდებულება კანონთან მიმართებით, რასაც ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ მათთან დაახლოებული ექსპერტი აცხადებს, არის მხოლოდ და მხოლოდ ის პოზიცია, რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობენ გაიტანონ, რომ რამენაირად არჩეული პარლამენტი არ შეიკრიბოს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდება, ერთად განიხილება, თუმცა მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ მათი წარმოებაში მიღება უნდა დაადასტუროს.