ინციდენტი საქართველო - სომხეთის მატჩზე - უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ცნობილია
1744219801
საპარლამენტო დელეგაცია უზბეკეთის დედაქალაქში მაღალი რანგის შეხვედრებს განაგრძობს. პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დღეს დიპლომატიური შეხვედრა აზიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებთან გაიმართება. საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლების განცხადებით, განსახილველ თემებს შორის იქნება, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, ასევე საქართველოს რეზოლუციის გაეროში მხარდაჭერის საკითხი.
შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მაია ბითაძე უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეაში მონაწილეობენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი რამდენიმე პარტნიორ ქვეყნის წარმომადგენელთან ნაყოფიერი შეხვედრები გამართეს.