საუკუნის ძარცვა თბილისში - დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა
1742277680
სამუშაო სიღარიბის ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიული მინიმუმი დააფიქსირა, - განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.
მისივე თქმით, დასაქმებულთა ოდენობა, რომელიც სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმაა, არის 1,7 პროცენტი.
„ეს ახალი ისტორიული მინიმუმია და ორ წლიანი პერსპექტივით ორჯერ არის შემცირებული, ანუ განახევრებულია, ხოლო 12 წლიანი პერსპექტივით შემცირებულია ხუთჯერ. ეს აჩვენებს კარგად, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა საბოლოო ჯამში დასაქმებაზე, ხელფასთა მატებაზე და სიღარიბის შემცირებაზე მოქმედებს ძალიან დადებითად“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმებულების რაოდენობას.