ამ ახალ წელს ზოდიაქოს 3 ნიშნის ცხოვრებაში ნამდვილი სასწაული მოხდება
1735328789
„ოპოზიციის მაშველი რგოლი“ - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ჟოზეფ ბორელის განცხადებას, რომელშიც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, მოლდოვასა და საქართველოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლდოვასთან შედარებით, საქართველოში შავი სურათია.
„ამ შემთხვევაში მაშველ რგოლად ოპოზიციას ევლინება ბატონი ბორელი, სამწუხაროდ და ავრცელებს ისეთი ტიპის დეზინფორმაციას, როგორიც არის მაგალითად ის, რომ ის მოლდოვას ხედავს ნათელ ფერებში და საქართველოს ბნელ ფერებში. მაშინ როდესაც მოლდოვა დღემდე დსთ-ს წევრი ქვეყანაა და უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირის მიერვე გამოქვეყნებული კრიტერიუმების მიერ, საქართველო ყველაფერში უსწრებს მოლდოვას და იმასაც შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში ფაქტობრივად აღარ არის დარჩენილი არც ოპოზიციური პარტია, არც ოპოზიციური მედიასაშუალება“, - განაცხადა მაჭავარიანი.
„ჩვენ ვაქებთ მოლდოვის ხელისუფლების გამძლეობას ამ უპრეცედენტო გამოწვევის დროს და ვაგრძელებთ დახმარების შეთავაზებას. საქართველოში უფრო შავი სურათია“, - განაცხადა ბორელმა.