1749757476
"სამიტის ფარგლებში, ფაქტობრივად, თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კონკრეტული შეთანხმებების მიღწევას ვგეგმავთ" - ლევან დავითაშვილი

ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ქვეყნების პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
კომისიის სხდომამდე გაიმართა ირაკლი კობახიძის და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა.
პარალელურად, მიმდინარეობდა ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის. დელეგაცია უნგრეთში დღეს ჩავიდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრემიერ მინისტრის სასახლეში გაიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს უნგრეთთან განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა გააჩნია.
"უნგრეთთან განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა გაგვაჩნია, რომლის ფარგლებში გვაქვს სპეციალური ფორმატი, ეს არის მთავრობათაშორისი სამიტი, რომელიც გაიმართა საქართველოში და ახლა განმეორებით სამიტს ვატარებთ ბუდაპეშტში.
ამ სამიტის ფარგლებში, ფაქტობრივად, თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კონკრეტული შეთანხმებების მიღწევას ვგეგმავთ.
გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი და შეთანხმებები, რომელიც ამ სამიტიდან გამომდინარეობს, არსებობს განათლების, კულტურის და ეკონომიური თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს
1749760631

ტრაგედია ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ოჯახში
1749758816