1754759209
სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა - შეხვედრის ამსახველ ფოტოებს პრეზიდენტი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ.
დღეს საღამოს, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი დაესწრება.