სალომე ზურაბიშვილი - წარმოუდგენელი და მზარდი ტერორია მედიის წინააღმდეგ, მოვუწოდებ შსს-ს, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები იმ სისასტიკეებზე, რაც ქუჩებში ხდება და დააკავოთ პასუხისმგებელი პირები

salome zurabishvili

მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები იმ სისასტიკეებზე საპასუხოდ, რაც ქუჩებში ხდება და დაუყოვნებლივ დააკავოთ პასუხისმგებელი პირები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი აღარ მალავს თავის ნამდვილ სახეს, ტელევიზიის პირდაპირ ეთერშიც კი. წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ – იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა და სასტიკი ცემა, რომლებიც უბრალოდ თავიანთ საქმეს ასრულებენ!“ – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ამსახველ კადრებს აზიარებს.

„უდავო მტკიცებულება – და მაინც პოლიციის ან პასუხისმგებელი ორგანოების მხრიდან ამ დრომდე არანაირი რეაგირება. მოვუწოდებ შსს-ს, მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები იმ სისასტიკეებზე საპასუხოდ, რაც ქუჩებში ხდება და დაუყოვნებლივ დააკავოთ პასუხისმგებელი პირები“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.