ქალი 15 წელი ზედიზედ იყო ორსულად მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონა გაეჩინა
1714633860
ოპოზიციონერ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღო.
შალვა პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს რამდენჯერმე მისცა გაფრთხილება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის კითხვებზე პასუხის გაცემისთვის საშუალება მიეცა.
სალომე სამადაშვილმა გააპროტესტა, რომ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციელების მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას.
თინა ბოკუჩავასა და სალომე სამადაშვილის პროტესტი სწორედ სიტყვა ძალადობის გამოყენებას მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარისგან გაფრთხილება მიიღო თინა ბოკუჩავამაც.