"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა. ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზე აიტვირთა.
მიიღებს თუ არა სარჩელს სასამართლო წარმოებაში ჯერჯერობით უცნობია.
საქმე დასათაურებულია როგორც საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ.
სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელი გუშინ ეკა ბესელიამ წარადგინა.