დიდი სპორტიდან პოლიტიკამდე - რა არის ცნობილი მიხეილ ყაველაშვილის შესახებ
1732704163
ქვეყანაში შეიქმნა ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2018 წლიდან დღემდე 100 და 150 ათას ლარიანი გრანტებით დაფინანსდა 270-მდე სტარტაპი, ჯამში 44 მილიონი ლარის ოდენობით. დღეისთვის აღნიშნულმა სტარტაპებმა უკვე დააგენერირეს 500 მილიონ ლარზე მეტი კერძო ფინანსური სარგებელი და შექმნეს 4 000-მდე ახალი მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენების დროს.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს პოლიტიკამ, რომელიც საერთაშორისო IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათებს მოიცავდა, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი - 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 784,4 მილიონ აშშ დოლარს გაუთანაბრდა, 2016 წელთან შედარებით კი 29-ჯერ არის გაზრდილი.
„მომავალ წლებში გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 120-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია ფუნქციონირებს და 10 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს (SME) და R&D კომპანიის სტატუსები და ამოქმედდება მნიშვნელოვანი საშეღავათო საგადასახადო პირობები სამივე კატეგორიის კომპანიებისთვის. 2025 წლიდან ამუშავდება სრულიად ახალი, სრულმასშტაბიანი აქსელერაციის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს წლიურად 160 სტარტაპის მომზადებას და დაფინანსებას“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში შეიქმნება ხელოვნური ინტელექტის, ფაგებისა და აგროტექნოლოგიების საერთაშორისო კომპეტენციის ცენტრები. 2025 წელს ქუთაისში გაიხსნება საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი, ასევე გაგრძელდება სასწავლო კურსების შეთავაზება მოწინავე IT პროფესიებში.