სახელმწიფო ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს - პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს რიგგარეშე სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილავს

 პარლამენტი

სახელმწიფო ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს. გამკაცრებული ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის. პარლამენტი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით დღეიდან იწყებს. უკვე ინიცირებული ცვლილებებით კანონი მკაცრდება როგორც მომხმარებელ პირებზე ასევე ნარკომოვაჭრეებზე. ცვლილებების მიხედვით, ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარება კერძო პირებს აეკრძალებათ და მკურნალობის პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს. ასევე მხოლოდ მთავრობას შეეძლება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი. იცვლება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისათვის განსაზღვრული სასჯელის სახეები და ზომები.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია და ცვლილებები დანაშაულთან ბრძოლის კიდევ უფრო მარტივი მექანიზმი იქნება.