სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო და კაბალის თემის ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. სახელმწიფო მინისტრი ასევე, სოფელ უზუნთალაში მოწყობილ ეთნიკურ კუთხეებს ესტუმრა და ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების საგამოფენო კუთხეები დაათვალიერა.
მინისტრი ადგილობრივი ახალგაზრდული საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო, ასევე მონაწილეობა მიიღო კოცონის ანთების საზეიმო რიტუალში.