„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. პირველი დიპლომატი ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
მაკა ბოჭორიშვილი დღეს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ასევე მინისტრი პანელურ დისკუსიაში - „ხედვა კავკასიიდან“ მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის მიზანია ქვეყნის წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება.
მინისტრმა მონაწილეობა უკვე მიიღო მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც Raisina Dialogue -ის ფარგლებში გაიმართა. ასევე გაიმართა დახურული შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ნიუ დელიში იმყოფება და მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას იღებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ტულსონ გარდისი.