„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1750190083
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ნიკა გვარამია 2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედების შესახებ ახსნა-განმარტების მისაცემად, კომისიის სხდომაზე ჩართვის მეშვეობით მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას და დოკუმენტს პარტია „ახალი“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პირველად გამოუცხადებლობის გამო დაკავებული ნიკა გვარამია კანონს კიდევ ერთხელ დაარღვევს. ის არც ამჯერად აპირებს კომისიის კითხვებს უპასუხოს.
როგორც პარტია „ახალი“ განმარტავს, პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და კომისიასთან არ ითანამშრომლებენ.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა.
ნიკა გვარამიას „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისაზე“ გამოუცხადებლობის გამო ბრალი 16 აპრილს წარედგინა.