10 ივნისს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1749491381
საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსების შეკრება იმართება.
საფრანგეთის ლუარეს რეგიონში დაგეგმილი აქცია ორგანიზებულია „საფრანგეთის ეროვნული კრებისა“ და მისი ლიდერების, მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას მიერ.
დემონსტრაციით აღინიშნება 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე „ეროვნული გაერთიანების“ რეკორდულად მაღალი შედეგი.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ულტრამემარჯვენე ლიდერები, მათ შორის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო სალვინი, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში და სხვა პოლიტიკოსები ევროპაში „ეროვნული გაერთიანების“ მოკავშირე პარტიებიდან. ასევე, მონაწილეებს დისტანციურად მიმართავს ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი ხეერტ ვილდერსი.