საელჩოები განცხადებებს უნდა აკეთებდნენ, ეს მათი ერთ-ერთი საქმეა, თუმცა ივანიშვილთან მიმართებაში მოწოდებებს აზრი არ აქვს - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

როგორ შეიძლება ეწოდოს არჩევნები იმას, რასაც არავინ დააკვირდება, სუს-ი და კრიმინალური ელემენტები პირდაპირ, საარჩევნო უბნებზე ე.წ. სპეცოპერაციას ჩაატარებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციები შესრულებული არ აქვს, პირიქით, უფრო მეტ დარღვევას, მეტ რეპრესიულ კანონს აქვს ადგილი, უფრო მეტი ადამიანია დაკავებული.

„ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს აზრი რომ არ აქვს, ეს კარგად გამოჩნდა. მაგალითად, საარჩევნო პროცესი ხომ უნდა იყოს, რომ აზრი ჰქონდეს. ამ არჩევნებს თუ არავინ არ დააკვირდა, სუს-ი და კრიმინალური ელემენტები პირდაპირ, საარჩევნო უბნებზე ე.წ. სპეცოპერაციას ჩაატარებენ, ამას არჩევნები როგორ ეწოდება? მაშინ ყველაფერში უნდა მიიღო მონაწილეობა, რასაც ივანიშვილი ოდესმე განიზრახავს. არ არჩევნებს არავითარი ლეგიტიმაცია ვერ ექნება. არანაირი რეკომენდაცია შესრულებული არ არის და კიდევ უფრო უარესი, უფრო მეტ დარღვევას, მეტ რეპრესიულ კანონს აქვს ადგილი, უფრო მეტი ადამიანი არის დაკავებული“, – განაცხადა ირაკლოი ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება ეუთო/ოდირთან დაკავშირებით ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ საელჩოების ერთ-ერთი საქმეა მთავრობის მოწოდება.

„საელჩოები უნდა აკეთებდნენ განცხადებას, რა თქმა უნდა, ისინი უნდა მოუწოდებდნენ ივანიშვილის ბანდას შეასრულონ რეკომენდაციები და მოთხოვნები, რომლებიც ლეგიტიმურად არსებობს ჩვენს დასავლელ კოლეგებში. მე არ ვარ დიპლომატი, არც ბრიტანეთის და სხვა საელჩოს წარმომადგენელი, თუმცა პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ მოწოდებებს არ აქვს აზრი ივანიშვილთან მიმართებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა აკეთებდნენ მოწოდებებს, ეს მათი ერთ-ერთი საქმეა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირ-ის მისია მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ოდირ-ის ყველა რეკომენდაცია“.