საბა ბუაძე: მოდით, ვკონცენტრირდეთ აწმყოზე და იმაზე, თუ რას შეუძლია, მოიტანოს იმ ორი ამოცანის შესრულება, რომელიც ერთობლივად დავისახეთ საკოორდინაციო ფორმატშიც და მის გარეთაც

საბა ბუაძე

„ლელოს“ და „ძლიერი საქართველოს“ პოზიცია თავიდანვე იყო და არის, რომ ჩვენ ახლა სრული ძალისხმევა უნდა მივმართოთ ძირითად საკითხებზე, რომელიც თითქმის 140 დღეა, მიმდინარეობს ორი მთავარი ამოცანის მისაღწევად, რაც გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

ბუაძის თქმით, „ლელოში“ მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი საუბარი ადგილობრივ არჩევნებზე არის ყურადღების გადატანა ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ბრძოლიდან.

„ჩვენ სხვებს მოვუწოდებდით და ახლაც მოვუწოდებთ, მოდით, ვკონცენტრირდეთ აწმყოზე და იმაზე თუ, რას შეუძლია მოიტანოს იმ ორი ამოცანის შესრულება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთობლივად დავისახეთ საკოორდინაციო ფორმატშიც და მის გარეთაც“, – განაცხადა ბუაძემ.