სააკაშვილის დედის უნივერსიტეტი არის რევოლუციების ცენტრი - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

გიული ალასანიას უნივერსიტეტის ირგვლივ მიმდინარე პროცესები, მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასების საგანია.

გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტი გამჭვირვალობის კანონის გვერდის ავლით ახდენდა ფინანსების აკუმულირებას.

"ოცნება" ამბობს, რომ ფრანკლინის კლუბის ბაზაზე შექმნილი სასწავლო ცენტრის მეშვეობით, სწორედ "საქართველოს უნივერსიტეტში" ატარებდა ახალგაზრდების ტრენინგს აქციებისთვის.

მათივე განმარტებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული არეულობისკენ მიმართული ყველა ქმედება.

საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.

"სააკაშვილის დედის უნივერსიტეტი არის რევოლუციების ცენტრი, სადაც ერთ დროს "ფრანკლინის გუნდი" მოქმედებდა, ახლა უკვე სხვა დასახელებით, სხვადასხვა კლუბი, თუ პროგრამები მუშაობს. ამ პროგრამების დაფინანსებას, როგორც უკვე გასაჯაროვდა სქემა, ერთი მხრივ, თავად გიული ალასანიას უნივერსიტეტი ახდენს, ხოლო მერე მხრივ - უცხოეთიდან შემოსული თანხები.

ეს სქემა გაშიფრულია სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის, სხვა სამართალდამცველი სისტემები მუშაობენ იმაზე, რომ არცერთი ასეთი ფაქტი არ გაიპაროს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.