რუსთაველის გამზირზე აქციას ევროპარლამენტარები შეუერთდნენ

ევროპარლამენტარები აქციაზე

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება. აქციას ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარებიც, მათ შორის რასა იუკნევიჩიენე, მიჰალ ჩერბა, ტობიას კრემერი, სერგეი ლაგოდინსკი.

მოქალაქეები ევროპარლამენტარებს ტაშით შეხვდნენ. ევროპარლამენტარებმა აქციაზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ააფრიალეს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მე-15 დღეა, „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. ასევე აქციის მონაწილეების მოთხოვნაა აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება.