როცა ფონდი ეწევა 20%-ს ჰუმანიტარულ საქმიანობას და 80%-ით აფინანსებს რადიკალურ პროცესებს, ის ვერ იქნება 80%-ის გადამფარავი, თუ დაუმტკიცდებათ კონკრეტული ბრალი, შესაბამის პასუხისმგებლობაში მიეცემიან - ვახტანგ ჩოჩია

ვახტანგ ჩოჩია

ამ დრომდე დაყადაღებულია საქართველოში მოქმედი 5 ფონდის ანგარიშები. რაში დაიხარჯა ბოლო 4 თვეში, 2 მილიონ ლარზე მეტი - ფონდების ფინანსურ ტრანზაქციებს პროკურატურა სწავლობს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ შესაძლო რევოლუციურ პროცესებში ჩართული ფონდებისა და მათი დაფინანსების წყაროების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს.

"ისინი იყენებდნენ ერთგვარად სხვადასხვა პროექტებს, რათა გადაეფარათ ის რეალური საქმიანობა, რომელსაც რეალურად ეწევიან. როდესაც გარკვეული ფონდი ეწევა დავუშვათ 20%-ს, რაღაც ჰუმანიტარულ საქმიანობას და 80%-ით აფინანსებს რადიკალურ პროცესებს, ის 20%, რასაც ის აკეთებს, ვერ იქნება ამ 80%-ის გადამფარავი. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს დაყადაღება, დაყადაღებულია ეს ანგარიშები და იმ შემთხვევაში, თუ მათ დაუმტკიცდებათ კონკრეტული ბრალი, შემდგომ შესაბამის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცემიან," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა ვახტანგ ჩოჩიამ.