რომელიმე ქვეყნის ლიდერი იქნება თუ პოლიტიკოსი, რომელიც მიიჩნევს, რომ ლგბტ პროპაგანდას თუ არ დაუშვებ შენს ქვეყანაში და განსაკუთრებით ბავშვებში, ევროპას შორდები, ჩემი აზრით აცდენილია რეალობას - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ქრისტიანულ ღირებულებებს ეყრდნობა ევროპა და აქედან გამომდინარე მივიჩნევთ ჩვენს თავს ევროპის ნაწილად, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ ბრაიენის განცხადების შეფასებისას, რომელშიც ო’ ბრაიენი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გამო შეშფოთება გამოთქვამს.

„რომელიმე ქვეყნის ლიდერი იქნება თუ რიგი პოლიტიკოსი, რომელიც მიიჩნევს, რომ ლგბტ ღირებულებებს თუ არ აღიარებ და ლგბტ პროპაგანდას თუ არ დაუშვებ შენს ქვეყანაში და განსაკუთრებით ბავშვებში, ამ შემთხვევაში შენ ევროპას შორდები, ჩემი აზრით, ეს ნებისმიერი ადამიანი აცდენილია რეალობას და მან არ იცის, რა არის რეალურად ევროპული ღირებულებები,“- აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ჯიმ ო’ბრაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა: „შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც თავისუფლებებს ზღუდავს და საქართველოს ევროპას აშორებს“.