წყალი 8 საათით შეწყდება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1732217431
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განმარტა, თუ რატომ არ ყალიბდება საქართველოში, ოპოზიციაში ახალი ძალა. მისი თქმით, ოპოზიციაში ახალი ძალა იქნება ის ძალა, რომელიც მოიხსნის გეოპოლიტიკურ ილუზიებს.
„არის ხალხი, რომელიც ახალ მოცემულობას ელოდება, რადგან ახალი მოცემულობა ყოველთვის საჭიროა. მაგრამ, ახლა რომელი „თარგიც“ არის მზად, ჯერჯერობით ვერცერთ ახალ ძალას ვერ მოერგო.
ეს ახალი ძალა ორი მოცემულობისაგან უნდა იყოს შემდგარი: პირველი, გეოპოლიტიკური ილუზიებიდან გამოსვლა და მეორე - ლიბერალური დემოკრატიის მიმართ ხაზის გადასმა კი არა, ნაციონალური ინტერესებისა და მისი ნიუანსების გათვალისწინებით დემოკრატიაზე საუბარი. ჩვენ კი ძირითადად გვაქვს ისეთი მოცემულობა ოპოზიციაში, რომ ვინც ლაპარაკობს ლიბერალურ დემოკრატიაზე, ის გეოპოლიტიკურ ილუზიებშია. იყო ხალხი, რომელიც გეოპოლიტიკურ ილუზიებში არ იყო, მაგრამ მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატია. ახალი ძალა იქნება ის ძალა, რომელიც მოიხსნის გეოპოლიტიკურ ილუზიებს, მიხვდება სად ცხოვრობს და გაერკვევა იმაში, როგორი პრინციპით მუშაობს მსოფლიო. გარდა ამისა, ამ ქვეყანაში არსებობს დემოკრატიის რეალური მოთხოვნა“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.
22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732216800