მოძრაობა დროებით შეიზღუდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732216117
ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში აღიქვამდა მსოფლიოს მათ უჭირთ ერთი რამის გაგება, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ის ნარატივი, რომ საყოველთაო მშვიდობა შესაძლებელია, ამ ნარატივის ნელ -ნელა ჩამოშლა ძალიან მტკივნეულია, - განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
„მე მესმის ადამიანებს ლამაზი ტყუილი ურჩევნიათ იმასთან დაკავშირებით, რომ საყოველთაო მშვიდობა არის შესაძლებელი. მსოფლიო მანამდე სამწუხაროდ არ იცნობდა ასეთ ბუნებას. აქ სამწუხაროდ ძალა იყო ის ერთადერთი არგუმენტი, რომლითაც მოიპოვებოდა ადგილი იმ მრგვალ მაგიდასთან, რომელიც თითო საუკუნეში ხდებოდა ხოლმე და თითო საუკუნეში იწერებოდა იქ წესები, რომლითაც შემდეგი წესების დადგომის აუცილებლობამდე მსოფლიო ხელმძღვანელობდა. როგორც კი ტრამპი ჩამოაყალიბებს თავის პოზიციას, მერე ჩვენ უფრო კარგად შეგვეძლება ორიენტირება.
ჩვენ შეთქმულების თეორია გვგონია მენტალური ომები, რომელიც დიდი ხანია საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. იმიტომ არა, რომ ვიღაც ბორტი და ცუდია, უბრალოდ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ინტერესი ჰქონდათ ისინი თავის ინტერესებს ახორციელებენ და ამ ინტერესებს სჭირდება გარკვეული მსოფლმხედველობრივი ბაზისის შექმნა.
ნარატივების მსოფლიო ნიშნავს, რომ ნარატივმა ისევე როგორც მაგიამ უნდა შექმნას ახალი რეალობა, ამ ახალმა რეალობამ უნდა შექმნას ახალი ემოციები. ეს ემოციები იმისთვის არის საჭირო, რომ შეიქმნას შემდეგ მოტივაცია ახალი ქმედებებისთვის, რომელიც სჭირდება მას, ვინც ეს ნარატივები შექმნა. ნარატიული მსოფლიოს მთავარი იარაღი არის ემოციებზე ზემოქმედება“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.
22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732216800