„როგორც ადამიანს, რომელიც 2008 წელს საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შუამავალი იყო, შემიძლია ვთქვა, რომ ეს პუტინის საკმაოდ ტიპური ტაქტიკაა“ - ფინეთის პრეზიდენტი უკრაინა- რუსეთის ომზე

ფინეთის პრეზიდენტი

როგორც ადამიანს, რომელიც 2008 წელს საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შუამავალი იყო, შემიძლია ვთქვა, რომ ეს პუტინის საკმაოდ ტიპური ტაქტიკაა, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის გამართული საუბრის შემდეგ, რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილ მასობრივ იერიშზე საუბრისას განაცხადა.

სტუბის თქმით, რუსეთის შეკავების ერთადერთი ტაქტიკა უკრაინის კბილებამდე შეიარაღებაა.

როგორც ალექსანდერ სტუბმა აღნიშნა, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისგან სიგნალის მიღება, რომ სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა გრძელდება. ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპას უნდა ჰქონდეს ადგილი სამშვიდობო მოლაპარაკებებში.