როდესაც პოლიტიკური პარტიის წარმომდგენელი თავისივე საზოგადოების დიდ ნაწილს უწოდებს ნარკომანს და გამოთაყვანებულს, ის ადამიანი პოლიტიკურად იდიოტი რომაა, ამას მტკიცება რად უნდა - ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძემ ვენაში შეხვედრაზე ეუთოში 9 ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა

პოლიტიკური პარტიის წარმომდგენელო როდესაც თავისივე საზოგადოების დიდ ნაწილს უწოდებს ნარკომანს და გამოთაყვანებულს, ის ადამიანი პოლიტიკურად იდიოტი რომაა, ამას მტკიცება რად უნდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს, სადაც ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ.

„ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ამ ხალხს არანაირი შეხება არ აქვს ქართულ საზოგადოებასთან. ისინი ცხოვრობენ საკუთარ „ბაბლში“ და იმის იქით არათი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე, არამედ ვერც კი ბედავენ, რომ ქართველ ხალხთან გავიდნენ და მათ დაელაპარაკონ. როდესაც პოლიტიკური პარტიის წარმომდგენელს უნდა არჩევნებზე ხმები მიიღოს საზოგადოებისგან და როდესაც თავისივე საზოგადოების დიდ ნაწილს უწოდებს ნარკომანს და გამოთაყვანებულს, ის ადამიანი პოლიტიკურად იდიოტი რომაა, ამას მტკიცება რად უნდა. ვინღა მისცემს მას ხმას, როდესაც ის საზოგადოებას ნარკომანს და გამოთაყვანებულს ეძახის“, - აღნიშნა სამხარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ ასიათასობით მხარდამჭერს „დაღრეჯილი“ და „ნარკომანი“ უწოდა, ხოლო ზურა გირჩი ჯაფარიძემ „ოცნების“ ამომრჩევლები „გამოთაყვანებულებად“ მოიხსენია.