მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
პარლამენტის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს შიდა საქმეებში უცხოელი პოლიტიკოსების ჩართულობას ეხმიანება. მისი თქმით, უცხოელი პოლიტიკოსებისგან არაერთხელ მოგვისმენია აღიარება მათი მიზნებისა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ.
„არაერთი პირდაპირი აღიარებითი ჩვენება მოგვისმენია უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას პატრონობენ საქართველოში“- აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ ახლა არც 2003, 2014 წელი არ არის და არც საქართველოა უკრაინა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ არაერთი დახმარება გაუწია მეგობარ სახელმწიფოს, უცხოელების მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით კატეგორიულად მიუღებელია.
გურამ მაჭარაშვილი დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელების განცხადებებსაც ეხმიანება, სადაც ისინი გამჭვირვალობის კანონზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ გამოძიებული იქნება თუ სად იხარჯება ამერიკის მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადების თანხები, რადგან ამერიკელი ხალხი იმსახურებს ფინანსების გამჭვირვალობას.
„ჩვენ არაერთი პირდაპირი აღიარებითი ჩვენება მოგვისმენია უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას პატრონობენ საქართველოში, მათ შორის, ისიც აღიარებითი ჩვენებაა, როდესაც ამბობენ, რომ საქართველოში ხედავენ თუ გრძნობენ ფერადი რევოლუციების სუნს - ესაა მათი მიზანი და ამავდროულად, ამის აღიარებითი ჩვენებაც. პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ საქართველო და ქართული საზოგადოება მკვეთრად გაზრდილია სახელმწიფოებრივად. საქართველოს სახელმწიფო არის ჩამოყალიბებული და შემდგარი თავისი სახელმწიფო ინსტიტუტებით. არც 2003 წელია, არც 2014 და ეს არც უკრაინა არა არის. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არაერთი მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მაგრამ ის, რომ ჩვენ უცხოელები გვეუბნებიან - დაეხმარეთ უკრაინელებს და საქართველოში გახსენით მეორე ფრონტი - კატეგორიულად მიუღებელია ქართველი ხალხისთვის", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ბოლოს გამოქვეყნდა ტრამპის ადმინისტრაციის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ამერიკელი ხალხი იმსახურებს გამჭვირვალობას და ისინი შეისწავლიან ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო სექტორს. ილონ მასკი, რომელიც ასევე იქნება ერთადერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტრამპის ადმინისტრაციაში, დაეთანხმა ამ ადამიანს, რომ გამჭვირვალობა არის აუცილებელი და ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდნენ სად და ვისთან გადარიცხა მათი გადასახადები მთავრობამ.
"ამაზე მეტი ლუსტრირება იმისი, რომ ჩვენ ზუსტად ეს კანონი მივიღეთ, რა უნდა იყოს ამერიკის მთავრობასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამერიკის პრეზიდენტის მოქმედი ადმინისტრაცია და მისი წარმომადგენლები საქართველოში ბოლო კუდს იქნევენ. სწორი პროცესების მართვა ჩვენ არ გვეშლება და საქართველოს საზოგადოება ნახავს, რომ მომავალი წლიდან საქართველო ნამდვილად ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპოვებს ყველაფერს და იქნება ერთ-ერთი წამყვანი რეგიონში,“- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.