ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება - რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება
1760941316
უკვე თითქმის მზად არის სარჩელი, რომელიც მიმდინარე კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიდეს. "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" და მისი მოკავშირეების კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.
ვინ აიკრძალება და ვინ დარჩება ქართულ პოლიტიკაში - გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის ჩაბარებიდან 9-თვიან ვადაში უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა დაკმაყოფილდება, "ნაციონალური მოძრაობა", კომუნისტური პარტიის შემდეგ, იქნება მეორე პოლიტიკური ძალა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.
მმართველ გუნდში თვლიან, რომ სამართლიანობა ქვეყანაში დიდი ხნის წინ უნდა აღდგენილიყო.
"ალბათ, ეს გადაწყვეტილება ჩვენს ხელისუფლებას უნდა მიეღო 2012 წელს, რითაც დაისვენებდა საქართველოს მოსახლეობა. ფაქტობრივად, გამზადებულია საკონსტიტუციო სარჩელი. უახლოეს დღეებში, მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა. ჩვენს მოსახლეობას ახსოვს მათ მიერ ნაკეთები საქმეები - ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა. ის რევოლუცია და გადატრიალება, რომელსაც ისინი აანონსებდნენ, უნდოდათ, 4 ოქტომბერს ქვეყანა ამ მიმართულებით წაეყვანათ. მათ ეს ჩაეშალათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეს პარტია აიკრძალოს", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.